0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ომბუდსმენი დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

„ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალებში არ ფიგურირებს ის ელემენტები, რომლებიც ფულის გათეთრების ფაქტს დაადასტურებს.“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიში წარადგინა, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზეც ისაუბრა.

ომბუდსმენის შეფასებით, წარდგენილი ბრალი არ არის სწორი, რადგან „საქმეში არ დევს შემადგენელი კრიტერიუმები და გარემოებები, რაც შექმნიდა ფულის გათეთრების დანაშაულს.

ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისმა აპარატმა შეისწავლა უშუალოდ თიბისი ბანკის ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების საქმე და დაასკვნა: საქმის მასალებში არ ფიგურირებს ის ელემენტები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ აღნიშნული ქმედება ფულის გათეთრების დანაშაულად მივიჩნიოთ.

სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაკვირვებას აგრძელებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები