0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობახიძე: სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში

მიხეილ სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სადაც ის აცხადებს, რომ ის არ აპირებს უკანა სავარძელზე ყოფნას, ვინაიდან მას საჭესთან ჯდომა უყვარს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა.

„მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ის არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არასოდეს არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები