0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელისაშვილი ბოკერიას: "შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი"

შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი, - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებებს, სადაც ამბობდა, რომ ელისაშვილი ორი მაჟორიტარის დაყენებას ითხოვდა და მთაწმინდის ოლქში სწორედ ლევან იოსელიანის წარდგენა სურდა.

"ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები მარა მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი ცეხავიკების დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები. p.s. ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი, - წერს ელისაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები