0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 19.9-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტენდერი, რომლითაც თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. დოკუმენტაციის თანახმად, დედაქალაქის მერია პროექტზე 19.9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

პარკის განახლების სტრატეგიის თანახმად, კონტრაქტორმა პარკის არსებული იერსახის გასაუმჯობესებლად რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის სრულად განაახლოს პარკის ინფრასტრუქტურა, მასში შეიტანოს ხე-მცენარეები, მოაწყოს სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები. 

პროექტის ბიუჯეტის თანახმად, პარკის რეაბილიტაციის თანხის უდიდესი ნაწილი - 90%-ზე მეტი 2021 წელს დაიხარჯება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები