0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილი გათავისუფლების შემდეგ კიევში ჩემთან ჩამოვიდა

მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 20 თებერვალს საპატიმროდან გათავისუფლდა იგი კიევში ჩაფრინდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

სატელევიზიო პროგრამაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან", რომელიც იუთუბის არხით გადაიცემოდა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საპატიმროში მერაბიშვილს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ მიეცა ჩვენება მის წინააღმდეგ, რაზეც ყოფილმა მინისტრმა უარი თქვა.

„მას შემდეგ, რაც [მერაბიშვილი] გაათავისუფლეს, იგი ჩამოვიდა ჩემთან. მე მას შევხვდი. იგი ჩემთან სახლში მოვიდა. მე მას ვუთხარი: ვანო, დიდი მადლობა, რომ შენ არ უღალატე ჩვენს მეგობრობას და ჩემზე არაფერი არ დაწერე. მან მიპასუხა, სამადლობელი არაფერია. მე ეს შენთვის არ გამიკეთებია. უბრალოდ მე ცხოვრებაში სარკეში ვეღარასოდეს ჩავიხედავდი და საკუთარი თავის პატივისცემა აღარ მექნებოდა. ეს მე ჩემთვის გავაკეთეო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი, სააკაშვილის თქმით, ამჟამად საქართველოშია, იბრძვის და ემზადება გამარჯვებისათვის ქართველ ხალხთან ერთად.

„მე ამაში დარწმუნებული ვარ. არჩევნები, კლასიკური გაგებით, არ იქნება, მაგრამ ხალხი უბრალოდ მათ გაგლეჯს“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, რასაც საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილება და კიევიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციისთვის გაწვევა მოჰყვა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ ის განიხილავდა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესაძლებლობას, მაგრამ მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციამ ამას მხარი არ დაუჭირა.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/30686955.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები