1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, „დიდუბის“ მეტროს მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა.

ინფიცირებული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალი თბილისიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ინფიცირება კახეთში არ მომხდარა.

"ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტი არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც", - თქვა ხიზანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები