0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჭიათურაში დღეს დაიწყო უწყვეტი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი

 

ჭიათურაში ადგილობრივებთან შეხვედრისას “ლელოს” ლიდერმა განმარტა, რომ ჭიათურა არის ადგილი, საიდანაც დაიწყება ეკონომიკური კრიზისის დასასრული.

“ლელოს”  ოფისის გახსნა არ არის მხოლოდ პარტიული მოვლენა, ეს არის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქალაქის უწყვეტი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი. ჭიათურა მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ლანდშაფტი, არქიტექტურა და ინდუსტრიული მემკვიდრეობა ერთიან და უნიკალურ სისტემას წარმოადგენს და არაჩვეულებრივ მოსახლეობასთან ერთად, უკიდეგანო გაჭირვებაში იმყოფება,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

“ლელოს” ლიდერმა ჭიათურის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭიათურა მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით რეგიონში  უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა, საუკეთესო შესაძლებლობაა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის. 

“ჭიათურა მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ეს არის ქალაქი, სადაც ინგლისელებმა, თბილისზე და ბათუმზე გაცილებით ადრე, პირველი ჩოგბურთის კორტი ააშენეს საქართველოში; ქალაქი, სადაც დღეს  განვითარების და სიახლის კვალი აღარ არსებობს. ჭიათურა არ არის მხოლოდ მარგანეცი, ეს არის  განუმეორებელი  ლანდშაფტი, ევროპაში აღიარებული და განადგურების პირას მყოფი საჰაერო საბაგირო ქსელი, გამორჩეული მღვიმევის მონასტერი, კაცხის სვეტი და კაცხის მონასტერი. ჭიათურა არის ბუნება და უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის,”- განაცხადა ჯაფარიძემ. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეგიონი უნდა მომზადდეს ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის, რაც მხარეს ეკონომიკურად გააძლიერებს და ახალგაზრდების საკუთარ რეგიონში დაბრუნებასა და დასაქმებას უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები