1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამყრელიძე:"ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია საშუალებას იძლევა ჩატარდეს არჩევნებიც, დაიწყოს სასწავლო პროცესიც და გაფართოვდეს სხვა სახის ღონისძიებებიც. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტასტიტიკური მონაცემები მოიყვანეს თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები. ჩვენ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა დროში გაახანგრძლივა, ზოგმა ჩაატარა. გუშინ სერბეთში გაიმართა, გარკვეული ხნის წინ საფრანგეთშიც ჩატარდა, ნოემბერში აშშ-ში იქნება არჩევნები და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს რეკომენდაციები. კეთდება საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი. კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა, ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას? ჩემი პასუხი ამაზე ნათელია: დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს”, – განაცხადა ამირან  გამყრელიძემ.

გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა წესი და რეკომენდაცია დაიცვან, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ისეთი მცირე ზომის ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, შეზღუდვები შეამსუბუქეს, შედეგად კი ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ინფექცია კონტროლირებადია.

 

„შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთის მხრივ ადამიანის ფუნდამენტური – ხმის მიცემის უფლება იყოს დაცული, მეორე მხრივ – ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაც უნდა დავიცვათ, რომ ამ პროცესში ხელი არ შევუწყოთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები