1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამ ეტაპზე სიებისა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, ადრეა საარჩევნო სიაზე საუბარი

“ლელო” პარტიული მშენებლობითაა დაკავებული, რომ როგორც არჩევნების დროს, ასევე შემდგომ პერიოდში, შევძლოთ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა.”

ჭიათურაში “ლელო საქართველოსთვის” რეგიონალური ოფისის გახსნას პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა. რომელმაც პარტიაში ახალი სახეების შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

“ ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს გამოიღებს ამას აუცილებლად გავხდით საჯაროს.  ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას.

ამ ეტაპზე სიებისა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, რადგან ვაჯერებთ ჩვენ ხედვებს და სამოქმედო გეგმას. ასევე ადრეა საარჩევნო  სიაზე საუბარიც. მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიული მშენებლობით ვართ დაკავებულები,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერმა ჭიათურელ მოსახლეობასთან შეხვედრისას განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საუბარი, თუ რა გაკეთდება არჩევნების შემდეგ და როგორ წარიმართება პროცესი.

“დღეს საუბარია კონცეფციაზე, პროგრამაზე, თუ რა გაკეთდება არჩევნების შემდეგ და რამდენად ეფექტური იქნება ის განხორციელებული რეფორმები რომელიც “ლელოს” გააჩნია.

საარჩევნო კამპანია უკვე დავიწყეთ და პარალელურად  ვაშენებთ პარტიის სტრუქტურას, ვაცნობთ ჩვენს ხედვებს მოსახლეობას.  მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხსნით ოფისებს, რათა ყველამ იცოდეს ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის ვისაც უნდა გაჭირვებაში მყოფი ქვეყანა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან და მათ ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეთ,-აღნიშნა პარტიის ლიდერმა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, აქტიური ფაზა რამდენიმე კვირაში დაიწყება და ახალი ძალებით დავიწყებთ კონკრეტული პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის წერილობითი სახით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები