1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ისინი გაიქცნენ, რა დროსაც მათ დაედევნენ”- ახალი დეტალები, სად იპოვნეს შაქარაშვილის ჩანთა?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის გაუჩინარების საქმეზე ახალი დეტალები გაირკვია. დაბადების დღეზე ჩხუბი და არეულობა გიორგის მისვლამდე იყო დაწყებული. შაქარიშვილის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ბიჭმა წვეულება მეგობართან ერთად მალევე დატოვა და ისინი ტაქსის გასაჩერებლად ფეხით წავიდნენ. მისი ინფორმაციით, შაქარაშვილთან და მის მეგობართან ერთად კიდევ 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნაცემი იყო.

ირკვევა, რომ დაპირისპირების დროს ისინი გაიქცნენ, რა დროსაც მათ დაედევნენ და შაქარაშვილის მეგობარი ჩასვეს ავტომობილში, თავად შაქარაშვილის კვალი კი გაქრა არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მისი ზურგჩანთა აღმოაჩინეს.

„ის ფაქტი, რომ გიორგის ვინმე მოსწონდა და მაგის გამო მოხდა შეალაპარაკება, არ არის სიმართლე. დაბადების დღეზე სიტუაცია უკვე არეული იყო და როდესაც ეს ყველაფერი ნახეს, მოდიოდნენ უკანა გზაზე თბილისისკენ. ვიცით, რომ მარტო არ იყვნენ, გურამთან და გიორგისთან ერთად ვიღაც სხვებიც იმყოფებოდნენ, გზაში შეხვედრილები. გიოს და გურამს რამე მოსვლოდათ, ეს გამორიცხულია, ან ის ფაქტი, რომ გიოს და გურამს იქ ვინმე მოსწონდათ და მაგის საფუძველზე იქ რამე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, გამორიცხულია 100%-ით“, – აცხადებს შაქარიშვილის ახლობელი "ნიუპოსტთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. დამატებით განმარტებებს უწყებაში, ამ ეტაპზე, არ აკეთებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები