1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს რომ ბავშვი არის შოკში და სადმე შეაფარა თავი”- დაკარგული ფეხბურთელის ბიძა

დაპირისპირება ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ორიენტირებული ვართ იმ გარემოებაზე, სადაც ჩვენი შვილის კვალი იკარგება. მანამდე მოხდა თუ არა რამე გაურკვევლობა ამას გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ დაკარგული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათთვის ამოსავალი წერტილი არის ის, სადაც გიორგი შაქარიშვილი მეგობარს დაშოდა.

„ბოლო კვალი მდინარე არაგვის პირასაა, სადაც რაღაცებია ნაპოვნი და გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ შეიძლება არ გვქონდეს ტრაგიკულ მოვლენასთან საქმე.

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს რომ ბავშვი არის შოკში და სადმე შეაფარა თავი. 19 წლის ბიჭია ამ ასაკში ყალიბდება ფსიქიკა, მსგავს ექსტრმალურ სიტუაციაში არ ყოფილა აქამდე, რომ ღამის 2 საათზე სადმე გაქცეულიყო და თან იმაზე ეფიქრა, რომ ვინმე მოსდევს. მას არ ჰქონდა კომუნიკაციის საშუალება არავისთან. ვერ დაამყარა კონტაქტი ვერავისთან და არ გამოვრიცხავ, რომ შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არსებული არგუმენტი ბევრად უფრო დამაჯერებელია კარგი ვერსიისთვის ვიდრე ტრაგიკული ვერსიისთვის“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები