მსოფლიო
სოფიო შამანიდი: “20 ივნისს ქართველმა ერმა უარი თქვა შიშზე და არ შეეგუა უსამართლობას “
2020-06-21 10:51:36
“ქართველები არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას და შიშს. 20 ივნისის შემდეგ გახსოვდეთ მაკო გომური! გახსოვდეთ ის ქალები, რადგან ისინი არავის აპატიებენ მსგავს შეცდომებს და ყოველთვის წინ აღუდგებიან უსამართლობას!”
“20 ივნისი იყო დღე, როდესაც ყველამ უარი თქვა რუსულ ჩექმაზე და ყოველგვარ შიშზე,”- “ლელო საქართველოსთვის” წევრი სოფიო შამანიდი “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის გასვლს აფასებს.
“20 ივნისს მივხვდი, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ ჩექმას;
რომ ახალგაზრდებმა კარგად იციან, რა უნდათ; რომ ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს;
რომ აქციის მოთხოვნა შეიძლება იყოს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული - პროპორციული არჩევნები და არა აბსტრაქტული “გადადექი”; რომ ჩვენი მთავრობა არაადეკვატური და ძალადობრივია; რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია,” განაცხადა სოფიო შამანიდმა.
“ლელო საქართველოსთვის” წევრმა აქციის დროს ქალების როლზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ 20 ივნისს რუსთაველზე ქალები გაერთიანდნენ მთავარი მიზნის მისაღწევად და მათ მადლობა გადაუხადა.
“გასული წლის 20 ივნისს ჩემთვის ყველაზე თვალსაჩინო კიდევ ერთი რამ იყო - ქალები! ქალები, რომლებმაც გავრილოვი ააგდეს ჩვენი სკამიდან, ქალები, რომლებიც გაერთიანდნენ მთავარი მიზნის მისაღწევად, ქალები, რომლებიც შვილებთან ერთად მოდიოდნენ აქციებზე, ქალები, რომლებიც ფიზიკურად დაზარალდნენ, მაგრამ არც ერთი წუთით არ დაიხიეს უკან.
დიდი მადლობა მათ - ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალებს, ჟურნალისტ ქალებს, "სირცხვილიას" ქალებს, უბრალოდ ქალებს, ვინც არ დაიღალა 3 თვის განმავლობაში. მომავალ, ახალგაზრდების ძალისხმევით მოპოვებული პროპორციული სისტემით მოსულ პარლამენტარებს კი წინასწარ ვეტყვი - გახსოვდეთ მაკო გომური! გახსოვდეთ ეს ქალები, იმიტომ, რომ ქალები არ გაპატიებენ ასეთ შეცდომებს! ქალები ყოველთვის წინ აღუდგებიან უსამართლობას! ქალები ყოველთვის იდგებიან ქვეყნის სადარაჯოზე,”- განაცხადა სოფიო შამადინმა.
R
კომენტარები