1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

10 000 ლარად ნაყიდი კოვიდ-19-ის დიაგნოზი – ხელისუფლება ინფიცირებულთ სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის?

10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი - "მთავარმა არხმა" იმ ოჯახს მიაკვლია, რომელსაც გარდაცვალების მიზეზის შეცვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შესთავაზეს. მარნეულში მცხოვრები ქალბატონი გვიყვება, რომ მისი შვილი ორი კვირის წინ გულის დაავადების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახთან ჯერ ექიმები, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ და 10 ათასი ლარი შესთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ გარდაცვალების მიზეზად კოვიდ 19 ჩაეწერათ. უთხრეს, რომ საბუთებს თავად მოაგვარებდნენ, ოჯახს კი კორონავირუსით გარდაცვალების ვერსია უნდა დაედასტურებინა. 

ამ ისტორიის გაგების შემდეგ "მთავარი არხი" დაინტერესდა, რამდენად მასიური ხასიათი ჰქონდა მსგავს შეთავაზებას. "მთავარმა" აღმოაჩინა, რომ ფაქტი ბევრია და ამაზე თითქმის ყველა რეგიონში საუბრობენ. როგორც წესი, ოჯახები ვისთანაც მსგავსი შეთავაზება იყო კამერის წინ გამოჩენას ერიდებიან. თუმცა პირად საუბრებში "მთავარ არახს" უყვებიან, რომ ჭირისუფალთან ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიდიან. ისინი გარდაცვლილის ოჯახს ფულს სთავაზობენ, ამ ფულის სანაცვლოდ კი იმის დადასტურებას, რომ მათი ოჯახის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. განსაკუთრებით ხშირია ეს შემთხვევები იმ რეგიონებში, სადაც კოვიდ 19 ყველაზე მეტად იყო გავრცელებული,მაგალითად მარნეულში. 

ამბის გასაგებად "მთავარი" ჩაიხანაში მივიდა. რაიონში მომხდარი ამბები აქ ყველაზე კარგად იციან. ინფორმაცია დაადასტურეს. "მთავარ არხს" უთხრეს, რომ ბოლო დროს თითქმის ყველა ოჯახში მიდიან, სადაც მიცვალებულია და რა მიზეზითაც უნდა იყოს გარდაცვლილი კორონავირუსის ჩაწერას სთავაზობენ. 

ჯანდაცვის სფეროზე მომუსავე ექსპერტები სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის შესაძლო მიზეზზე საუბრობენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალებისა და დაინფიცირების გაზრდილ შემთხვევებს ხელისუფლება იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ არჩევნების გადადებას დააპირებენ. 

ის, რომ ხელისუფლება არჩევნების გადადებას კორონავირუსის მეორე ტალღის მომიზეზებით გეგმავს იციან განათლების სისიტემაში მომუშავე პედაგოგებმაც. "მთავარს" ხელში ჩაუვარდა პირადი მიმოწერა,  სადაც მსწავლებელი მშობლებს აფრთხილებს, რომ სწავლება სექტემბრიდან ან ჰიბრუდული, ან სრულად დისტანციური მეთოდით გაგრძელდება. 

 ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილებას არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ "ქართული ოცნება" იმ რეიტინგების მიხედვით მიიღებს, რომელიც ზაფხულის ბოლომდე პარტიას ექნება. ბოლო მონაცემებით ივანიშვილის გუნდის შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ არ არის გამორიცხული მმართველმა ძალამ პანდემიური ვირუსი სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...