0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას

“ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც იბრძოლებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისათვის.

ეს არის თავისუფალი თაობა”

20 ივნისი სამართლიანი პროტესტის გამოხატვის  დღედ შეაფასა “ლელო საქართველოსთვის”  ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ,  რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს შორის იმყოფებოდა და მათთან ერთად აპროტესტებდა 2019 წლის 20 ივნისის ღამეს.

“20 ივნისი არის ქართველი ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვა ოკუპაციის მიმართ. ახალგაზრდებში არის მზაობა, გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისათვის.  ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას.  ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ახალგაზრდობით. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც იბრძოლებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისათვის.

ეს არის თავისუფალი თაობა" - ბადრი ჯაფარიძე.

“ლელოს” ლიდერის განმარტებით - 20 ივნისი არის დღე, როდესაც ქართველი   ახალგაზრდები, თავისუფლებისთვის ბრძოლაში,  როგორც ყოველთვის  აღმოჩდნენ ავანგარდში. ერთი წლის შემდეგ ისევ შევიკრიბეთ რუსთაველზე და კიდევ ერთხელ ვთქვით - არა რუსეთის ოკუპაციას.

ჯაფარიძის თქმით, ბევრია ისეთი ადამიანი ვინც მიდი წინ, თანაგუნდელები თუ  თანამოაზრეები. ადამიანები, რომლებსაც   საერთო მიზანი აქვთ საქართველოს თავისუფლება და ადამიანების კეთილდღეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები