მსოფლიო
სპეცოპერაცია დიღმის მასივში - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
2020-06-19 18:15:39
სპეცოპერაცია თბილისში - ამ წუთებში დიღმის მასივში სამართალდამცველები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას მოგვიაანებით გააკეთებს.
კომენტარები