1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

8 მარტის შეთანხმება სრულად არ არის შესრულებული – კუბილიუსი

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მიერ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებას სრულად არ შეუსრულებია.

მისი თქმით, ცდილობს, ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაში დაარწმუნოს.

“ვცდილობ საქართველოს ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში დავარწმუნო, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რეფორმების გასატარებლად გარკვეულწილად მისაღებია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მას ცდუნება ახლავს, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლარიზაციის გაღრმავებაში იყენებს, რაც დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება”,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა “მთავარი არხის” გავრცელებულ ვიდეოში.

ცნობისთვის, გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრად თვლიან, კვლავ საპატიმროშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები