მსოფლიო
“სუს-მა თავად გამაფრთხილა, რომ მითვალთვალებდნენ, სხვა არაფერი ვიცი” – გიორგი გაბუნია
2020-06-19 12:08:37
ჩამოტვირთვა
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ 2 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც იცოდა.
“მთავარი არხის” სახე აცხადებს, რომ მკვლელობის მომზადების საქმეზე მას ბერვი სათქმელი არ აქვს.
„ბევრი სათმელი არ მაქვს. მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში. ძალიან ზოგადი ინფორმაცია მქონდა. გამოძიებასთანაც საუბარი არ შემიძლია, რადგან არაფერი ვიცი. ასევე მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. სუს-მა იცოდა ამის შესახებ და თავად გამაფრთხილეს. თვალთვალი 2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ვარაუდი მაქვს ჩემ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ საქმე რუსეთს ეხება. ჩემთვის ნათელია ყველაფერი. ამას თავად კადიროვი ამბობს”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
კომენტარები