1 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე - 4000-მდე საწოლია მობილიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია 4000-მდე მოქალაქის ჯანმრთელობა ვმართოთ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 4000-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეუძლია. 

„ამ ეტაპზე ჩვენთვის ისევ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ინფექცია იყოს მაქსიმალურად შეკავებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ეტაპისთვის 4000-მდე საწოლია მობილიზებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია ვმართოთ 4000-მდე მოქალაქის ჯანმრთელობა. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში ვგულისხმობდით იმას, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩატარებულიყო სისტემის სრული აუდიტი, რომელიც ჩვენ წინა წლის შემდგომაზე გვქონდა დაწყებული. ჩვენ დეტალურად უნდა შეგვესწავლა რეგიონებში ყველა საავადმყოფოს ინფრასტრუქტული მოწყობა და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალის არსებობა ისევე, როგორც აპარატურული მხარდაჭერა. დღეისათვის ჩვენ გვაქვს სრული სურათი და ჩვენთან ერთად ჯანდაცვის სექტორმაც შეძლო და შეისწავლა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა კოვიდინფექციის ეფექტური მართვისთვის. გვაქვს იმის საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო გამოვყოთ კოვიდის საავადმყოფოდ. ტექნიკურადაც გადაიარაღდა საავადმყოფოები. თქვენ იცით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი თანხების მობილიზაციების საშუალება და დღესდღეობით მიმდინარეობს შესყდვების პროცედურა“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები