1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ის ქვეყნები, რომლებმაც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნეს, შესაძლოა, მეორე ტალღის შედეგად ყველაზე მეტად დააზარალდნენ - ჯანმო

შესაძლოა, სწორედ ის ქვეყნები, რომლებმაც ნაწილობრივ გამარჯვებას მიაღწიეს და კორონავირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნეს, მომავალში მეორე ტალღის შედეგად ყველაზე მეტად დააზარალდნენ, ამიტომ თვითკმაყოფილების დრო არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

„მცირედი განსხვავებაა მეორე პიკურ მდგომარეობასა და მეორე ტალღას შორის. მეორე ტალღა არის მაშინ, როდესაც შემთხვევების რაოდენობა ძალიან დაბალ მაჩვენებლამდეა დასული და რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებლის კვლავ გაზრდას. შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდებული კითხვაა, თუ როდის უნდა ველოდოთ მეორე ტალღას, მაგრამ არავინ იცის მასზე ზუსტი პასუხი.

რაც ვიცით არის ის, რომ ბევრ ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა მცირდება იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოოებრივი ჯანმრთელობის სწორი ღონისძიებები არის მიღებული. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არსებობს ეფექტური ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, დაავადების მეორე ტალღის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთი და ისრაელია, რომ მას შემდეგ, რაც სკოლები გაიხსნა, შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. ჩვენი მოლოდინის მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ეს ტენდენცია ზაფხულის პერიოდში შენარჩუნდება, თუმცა სრულებით შესაძლებელია, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად სეზონურობამ იმოქმედოს კორონავირუსზე და ჩვენ ვიხილოთ მეორე ტალღა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავნერგოთ ის მეთოდები, რომლებიც ვიცით, რომ მუშაობს. სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია შემთხვევების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე, როგორც ეს შესაძლებელი იქნება, იზოლირება და მათი მკურნალობა ნებისმიერი სტიგმისა და დისკრიმინაციის გარეშე და ამავდროულად, კონტაქტების დადგენა და მათი კარანტინში მოქცევა. კონტაქტების დადგენა არსებითი ელემენტია ამ სტრატეგიის, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტის გზა არ არსებობს. ამავდროულად, საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა უნდა განაგრძონ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, პირბადეების ტარება. შესაძლოა, სწორედ ის ქვეყნები, რომლებმაც ნაწილობრივ გამარჯვებას მიაღწიეს და ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნეს, მომავალში მეორე ტალღის შედეგად ყველაზე მეტად დააზარალდნენ, ამიტომ თვითკმაყოფილების დრო არ არის,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები