პოლიტიკა
"მორიგი მავნებლობა განათლების სისტემაში!!! მასწავლებელთა სახლს მიადგნენ და არც მეტი, არც ნაკლები, აპირებენ, რომ ეს უნიკალური შენობა გადასცენ სუსს"
2020-06-17 16:43:31
მასწავლებელტა გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომელსიც ნათქვამია, რომ მთავრობა გეგმავს, მასწავლებელთა სახლი სუსს გადასცეს:
"მორიგი მავნებლობა განათლების სისტემაში!!! გრძელდება სისტემის მიზანმიმართული დეგრადირება, ამჯერად მასწავლებელთა სახლს მიადგნენ და არც მეტი, არც ნაკლები, აპირებენ, რომ ეს უნიკალური შენობა გადასცენ სუსს, დიახ, არ მოგესმათ სახლი რომელიც განათლებას და პროგრესს უნდა ემსახურებოდეს, გადასცემენ სუსის სამსახურს....
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სახლის მისია მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პირობების შექმნა და პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობაა. ამ მისიის განსახორციელებლად აშენდა 2011 წელს ინფრასტრუქტურულად განვითარებული, ყველანაირი საჭირო ინვენტარით აღჭურვილი და გამართული შენობა, სწორედ ამ შენობას ართმევენ მასწავლებლებს, ჩვენს მომავალ თაობას, შესაბამისად უარს ეუბნებიან იმ პროგრესსზე, რომელიც მიღწევადია მხოლოდ არსებული სივრცის პირობებში. ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, არ გაკმარეს უამრავი მიზანმიმართული შეურაცხყოფები და მორიგს გიმატებენ, მთელი ამ ხნის მანძილზე თავისუფლებას გართმევენ ე.წ. „კრედიტქულებით“, „სქემაში ჩართულობით“, „გარე დაკვირვებებით“ და ა.შ. და მონობის ბორკილებს გამეტებით გადებენ პროტესტის გრძნობა რომ სამუდამოდ ჩაგიხშონ, მორჩილად, თავდახრილებმა რომ აკეთოთ გაურკვეველი მითითებები. ეხლაც იმ სახლს გართმევენ, სადაც ყველანაირი პროფესიული დახმარება უნდა მიგეღოთ უსასყიდლოდ და ყოველ დღე სისტემის პროგრესი უნდა გეგრძნოთ, არ გაკმარეს ის, რომ დისტანციური სწავლების უდიდესმა ტვირთმა თქვენს ბეჭებზე გადაიარა, მაშინ როცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დისტანციურ სწავლებაზე ჩანაწერი 2016 წელს გაჩნდა, თუმცა არავის ხელი არ გაუნძრევია მისი განვითარებისთვის და დანერგვისთვის, თქვენი გადამზადებისთვის ამ უნიკალურ მასწავლებელთა სახლში, სადაც ყველანაირი პირობები არსებობს ნებისმიერი ნოვაციის დასახვეწად.
დღეს თითოეულ ჩვენთაგანს ართმევენ მასწავლებელთა სახლს მიზანმიმართულად, ჩვენ არ მივდივართ პროგრესისკენ, ჩვენ ვბრუნდებით წინა საუკუნეებში...
მასწავლებელო, შენ არა გაქვს გაჩუმების და შიშის უფლება, რადგან ხარ საწყისი განათლებისა და განვითარებისა, ქვეყნის წინსვლისა და წარმატებისა, საძირკველი სახელმწიფოებრიობისა."
კომენტარები