1 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაღალი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უნდა დაგვჭირდეს და შესაბამისად, არჩევნები არ გადაიდება

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნის განცხადებით, საავრაუდოდ არჩევნების არ გადაიდება.

“არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ უშუალოდ კონსტიტუციაში, ეს არის ოქტომრობრის ბოლო შაბათი და ეს არის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. რაც შეეხება არჩევნების თეორიულად გადადებას, ეს ერთადერთი შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში იქნება საგანგებო მდგომარეობისთვის შექმნილი გარკვეული პირობები, თუმცა ისეთ დინამიკა გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ისეთი წარმატებული ისტორია გვაქვს აქამდე ამ ბრძოლაში, რომ მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები. გვრჩება თეორიული ვარიანტი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი გასული დღეების განმავლობაში, თუმცა ამის ალბათობა, მე მაქვს რწმენა, რომ არის საკმაოდ დაბალი”, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები