1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კადიროვის განცხადებაზე - აგრესიულ რიტორიკაში შესვლა არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვის მორგი მუქარას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამოეხმაურნენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა კადიროვის აგრესიულ რიტორიკაში შეხვლას არ აპირებს.

მდინარაძის თქმით, მთავრობა სახელწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

"ზოგადად, აგრესიულ რიტორიკაში შესვლაც არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს და ქართული სახელწიფოს მისი თანმდევი შედეგებიც ხშირად გვინახავს. ამიტომ, თუ ვინმეს მიზანია, რომ ამ აგრესიულ რიტორიკაში ჩავერთოთ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კი არ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, არამედ ჩვენც ჩავერთოთ ამ აგრესიულ რიტოტიკაში, რომელიც არის გაჩაღებული, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე როგორც არის შესაბამისი და შესატყვისი ქართული სახელმწიფო ინტერესებისა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ კადიროვის განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს.

"სახელწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს  იმ გრძელ სიაში დანაშაულებების, თვითონ პოზიციის და ამ ქვეყნის არსის, თუნდაც კადიროვის გამონათქვამები აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური," - აღნიშნა გიორგი ვოლკსიმ.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისევ იმუქრება. ჩეჩნეთის ლიდერი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტისგან პატიებას ითხოვს. "თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ე.ი. პირადად მეც. მან შეურაცხყო მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები. ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად," - აცხადებს კადიროვი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრი უკრაინასაც ემუქრება. "ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ,"- ამბობს კადიროვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები