2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტობუსებზე სპეციალური სამაგრები დამონტაჟდება, რომლითაც ველოსიპედების გადატანა შესაძლებელი იქნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება, რაც მუნიციპალურ ავტობუსებზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამაგრებას გულისხმობს.

„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შესაბამისი განვითარების გეგმა წარვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება, ასევე, ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ჩვენს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს  პრიორიტეტების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და მოძრაობდეს შეზღუდვების გარეშე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არა კერძო ტრანსპორტი, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს“, - განცახადა კახა კალაძემ.

მერმა მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ მოიკვლიოს ავტობუსებზე ველოსიპედების დამაგრების საკითხი და პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყოს.   

„დედაქალაქში ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება, ჰყავს ბევრი მომხმარებელი. იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოთ. ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინ ან უკანა მხარეს სპეციალური სამაგრების საშუალებით, ველოსიპედები დაუმაგრდეს. ადამიანი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს, დაამაგრებს ავტობუსზე, ავა ტრანსპორტში და A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილებას შეძლებს. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და ავტობუსებზე მათი დამაგრება ეტაპობრივად დავიწყოთ, რათა ველოსიპედით მოსარგებლე მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები