მსოფლიო
სადაზღვევო კომპანიამ სადაც ამ ადამიანებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება, გამოხატა მზაობა, რომ აუნაზღაუროს დანაკარგები - კალაძე ვარკეთილის ბაზრობის ხანძარზე
2020-06-17 11:05:31
თბილისის მერის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს, რომელთაც ქონება დაზღვეული ჰქონდათ სადაზღვევო კომპანია დანაკარგებს აუნაზღაურებს. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა:
"2 დღის წინ სამგორის რაიონში შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის - ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო იმის საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მართლა გმირული მუშაობის შედეგად ხანძრის ლიკვიდაცია შევძელით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მეხანძრე-მაშველს თავგანწირული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თავგანწირული შრომისთვის. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე, ჩემი მოადგილე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. სადაზღვევო კომპანიამ, სადაც ამ ადამიანებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება, გამოხატა მზაობა, რომ აუნაზღაუროს დანაკარგები ყველა დაზარალებულს. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ და შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენც დავეხმარებით . ამ საკითხზე საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს," - განაცხადა კახა კალაძე.
კომენტარები