მსოფლიო
" ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში" - გიორგი ვაშაძე
2020-06-16 12:52:50
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიცის სამომავლო გეგმებძე ისაუბრა, მისი განცხადებით მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ ან ზეგ დაასახელებენ.
"ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება, „ქართული ოცნება“ ალბათ, ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ, ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება. „ლეიბორისტული“ ფორმატიდან დასახელდება მაჟორიტარობის კანდიდატები", - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე: შეავსებს თუ არა ოპოზიცია მთალიანად თბილისს, ვაშაძემ უპასუხა, რომ „შეიძლება არა, შეიძლება პირიქით “ და დასძინა, რომ ოპოზიციას კარგი მოდელი აქვს მოფიქრებული. ამასთან, ვაშაძის თქმით, დასახელებულთა შორის არ იქნება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები. „ლელო“ არ არის, „ლელოს“ თავის არჩევანი აქვს და კი ბატონო, მიხედოს. მე არ ვეთანხმები მათ საარჩევნო სტრატეგიას, ცოტა ილუზიებში არიან, მაგრამ ახალგაზრდა პარტიაა, ისწავლის და გამოცდილებას მიიღებს. როგორც მე არ მაქვს ბიზნესში გამოცდილება, ისე მათ არ აქვთ პოლიტიკაში გამოცდილება და ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე ამაში ვერ ჩავერები. მაინც მინდა, რომ ვითანამშრომლო ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ ეს უბედურება, რასაც მე ივანიშვილის ანკლავს ვეძახი, იმიტომ, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს... პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა დავაფიქსიროთ; მეორე, კარი ღია დავტოვოთ საინტერესო ადამიანებისთვის და ამასაც გავაკეთებთ; მესამე - ოპოზიცია შეთანხმდა და თანხმდება ამ საკითხებზე, ამიტომ ჩვენ ამ კუთხით განცხადება ხვალ გვაქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ
კომენტარები