2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს" - მარინა ეზუგბაია

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

 „ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად, 20-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 141 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და პირადი მოხმარების დაცვის საშუალებები, პირბადეები. დაუდგენელი წყაროების მოძიება გრძელდება.

გამოჯანმრთელებულები 20-დან 10 ჩვენი ცენტრისაა და 10-ვემ დატოვა ჩვენი ცენტრი. ამ ეტაპზე 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 1 მძიმე პაციენტი რჩება ჩვენთან, რომლის დინამიკა დადებითია და ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხვალიდან ისიც ამოღებული იქნას მძიმეთა სიიდან და გვეყოლება საშუალო და მსუბუქი პაციენტები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები