1 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სადმე გაგიგიათ, გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა?”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ერთიანი სიით გამარჯვება უკეთესი ფორმულაა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა:

“ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობა. ახალ ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა ძალა ერთობაშია. ამის გარეშე ძნელია წარმატების მიღწევა, ბოლოს და ბოლოს მიღწევადია, მაგრამ ეს არის ბევრად მარტივი. როგორ შეიძლება გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. ეს სადმე გაგიგიათ?”

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. მათ მიაჩნიათ, რომ ერთიანი სია ორპოლუსიანობას გაზრდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები