1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“თქვენი გუნდის წევრები სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდნენ” – ბესელია ღარიბაშვილს

დეპუტატმა ეკა ბესელიამ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა:

„ყოველთვის გამოირჩეოდით და გამოირჩევით ძალიან მკაფიო, შეულამაზებელი პოზიციით წინა ხელისუფლების მიმართ. მე საჯაროდ არასდროს გამიკრიტიკებიხართ, იცით ჩემი დამოკიდებულება, მე ამას არ ვმალავ.

ნამდვილად ვერ ვიმეტებ იმ დროს, როდესაც პირადად თქვენ ჩაერთეთ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, როდესაც წინა ხელისუფლების შეცვლას ვცდილობდით და და შემდეგ ერთად დავაფუძნეთ „ქართული ოცნება“.

მე, მართლა გულწრფელად მინდა ვკითხო ადამიანს, რომელსაც მე პირადად, პატივს ვცემ სწორედ იმ წარსულის გამო. არ გიქმნით დიკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს ვინც თვითონ პირადად, ან ვისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აძლიერებდა, აფინანსებდა და განსაკუთრებით იმ ადამიანების „ქართული ოცნების“ ხელით უვადოდ არჩევა, ვინ იმ უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა ამ ქვეყანაში, ვისი ხელითაც ხდებოდა ყველაზე დიდი უბედურება იმ წლებში. ის, რომ სწორედ ამ გუნდის ხელით მოხდა იმ ადამიანების დაწინაურება, ეს, პირადად თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილს დისკომფორტს და უხერხულობას მართლა არ გიქმნით?!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები