მსოფლიო
“უკრაინა ხომ არ გგონიათ საქართველო, სადაც ყველას გაკონტროლებას ცდილობთ?” – სააკაშვილის პასუხი ზალკანიანს
2020-06-11 16:27:11
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება. სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში, ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.
მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის. მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს”
შეგახსენებთ, რომ ზალკალიანმა დღეს სააკაშვილის მისამართით თქვა, რომ “უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ერევა”.
კომენტარები