1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

70 წელს გადაცილებულ პენსიონრებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

70 წელს გადაცილებული პენსიონერები პირველი ივლისის შემდეგ 30 ლარით მეტს აიღებენ. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ბიუჯეტში პენსიების სამომავლო ზრდისთვის გარანტიებიც არის ჩადებული. 

ჩვენს პენსიონრებს 70 წელს ზემოთ, პირველი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონრები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რაც გარანტირებულად ყოველწლიურად ჩვენს პენისიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები