მსოფლიო
“ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”–ამერიკელი კონრესმენები
2020-06-11 12:20:11
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი "რესპუბლიკელი" კონგრესმენი აწერს ხელს. ნათქვამია რომ, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
“რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.
მაგალითად, ამისათვის საჭირო იქნებოდა კანონმდებლობა, რომელიც დააწესებდა სანქციებს ამ ახალი უფლებამოსილების შესაბამისად ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე. არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედია იმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რადგან კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები და ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა”,- წერია ანგარიშში.
კომენტარები