1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

 ეს არის გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო და ეკონომიკური თვალსაზრისით - აცხადებს გიორგი გახარია დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

 მისი თქმით, ამ კრიზისს ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება. პრემიერი ამბობს, რომ ის პირდაპირ კავშირზეა სომხეთის პრემიერ მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე პირდაპირი კონტაქტი აქვთ კოლეგებთან საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს.

"ჩვენ უკვე მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს უკვე დავალება იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს", -  ამბობს გიორგი გახარია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები