მსოფლიო
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონგრესმენები და ჩვენი პარტნიორები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ" - სერგი კაპანაძე
2020-06-11 10:40:42
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო კაპანაძე ამერიკელი კონგრესმენების დოკუმენტს ეხმაურება და მას ბიძინა ივანიშვილის განაჩაენად იხსენიებს.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონგრესმენები და ჩვენი პარტნიორები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ნათელია, ვის უჭერს და ვის არ უჭერს მხარს დასავლეთი და ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც არის ეს ძალიან შემაშფოთბელი და ძალიან მწვავე მოხსენება“, - განაცხადა კაპანაძემ.
კომენტარები