2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“პოლიციელმა მითხრა ჩემი ცოლი რომ იყო, ყოველდღე გცემდიო, დამცინოდნენ – ჩემი 5 წლის შვილი ისმენდა”

ქალი, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია, „ბათუმელებთან“ პოლიციელს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიოლეტამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] 5 ივნისს დაურეკა 112-ს და დახმარება სთხოვა.

ვიოლეტა გვიყვება, რომ პოლიციისთვის მიმართვამდე კონფლიქტი ყოფილი ქმრის ოჯახში ჰქონდა ყოფილ ქმართან, მის ახალ მეუღლესთან და ყოფილ დედამთილთან.

„კიბიდან დამაგორეს, ჩემი ქმრის ახალი ცოლი მახრჩობდა…

მე იქ ჩემი შვილის წამოსაყვანად მივედი, რადგან ბავშვს ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, ცუდად მექცევიანო. სახლში მამას ახალი ცოლი მეჩხუბა, როგორ გაბედე საერთოდ აქ მოსვლაო…“ – ამბობს ვიოლეტა. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მას ყოფილმა ქმარმა და დედამთილმაც მიაყენეს, ყოფილი ქმრის ცოლმა კი ხელი ჰკრა.

ვიოლეტას თქმით, ყოფილ ქმართან კონფლიქტი ალიმენტის საკითხზე აქვს – უკვე განქორწინებულ ცოლ-ქმარს სამოქალაქო დავა აქვთ.

„ჩემს ყოფილ მეუღლეს უნდა იმის ჩვენება, რომ მე თითქოს ბავშვს არ ვაჩვენებ, არადა, არაა ეს პრობლემა…“- დასძენს ვიოლეტა.

ვიოლეტა 5 წლის ბავშვთან ერთად 5 ივნისს პოლიციელებს მახინჯაურის პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად გადაუყვანიათ.

„მალოდინეს ერთი საათი… როგორც აღმოჩნდა, ჩემ დარეკვამდე მათ მიუმართავთ პოლიციისთვის. ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახი პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ცხოვრობს და მეუბნებოდნენ კიდეც, მაქ ბევრი ნაცნობი გვყავსო. ბოლოს, როგორც იქნა, ჩემთვის მოიცალა ინსპექტორმა. პირდაპირ მოვიდა და მითხრა, აბა, მომიყევი, ასეთმა სუსტმა გოგომ როგორ სცემე ორი ქალიო…“

ვიოლეტას თქმით, პოლიციელი მას დასცინოდა და იმას არ წერდა გამოკითხვის ოქმში, რასაც თვითონ უყვებოდა:

„მაგალითად, ჩაწერეს, რომ თითქოს მე ვუთხარი, მომიყვანეთ შვილი-მეთქი. ვკითხე, რატომ არ წერთ, რომ მე ვთხოვე მოეყვანათ და განსხვავებაა თხოვნას და მოთხოვნას შორის? ასევე გამოტოვეს, რომ მე იმ სახლში დაუკაკუნებლად არ შევსულვარ… უნდოდათ მეთქვა, რომ კიბეზე კი არ დამაგორეს, არამედ მე თვითონ წავიქეცი. მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო სიმართლე.

ეს კაცი ბრაზდებოდა. მიყვირა, აქ წიგნს კი არ ვწერთ ჩვენო, ზოგადად უნდა დავწერო, მერე კითხვებში დეტალურად გკითხავთ, ნუ მასწავლი შენ პროტოკოლის დაწერასო.

მისაყვედურა კიდეც: რის გამო ატეხე სკანდალი, ბავშვმა ასე გითხრა, შეიძლება, ვერ გაიგე სწორად და ამიტომ გაბრაზდი, ან შეიძლება ბავშვს შეეშალა და მოიტყუაო. ასევე მითხრა, ასე თუ ვუშლიდი ჩემს ქმარს ნერვებს, გასაგებია, რატომ არ ვართ ერთად და მე რომ ვიყო მისი ცოლი, ყოველდღე მცემდა… ამ დროს მეორე პოლიციელმა თქვა, მე საერთოდ გადავიფიქრე ცოლის მოყვანაო. დამცინოდნენ. ბოლოს ტირილი დავიწყე. ტიროდა ჩემი შვილიც”

ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე, რომელმაც ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა და პროკურატურასაც, ამბობს, რომ ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება პოლიციელის წინააღმდეგ:

„…მე, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი გამოკითხვის პროცესს, რადგან ქალაქში არ ვიყავი. მოვითხოვე სოციალური მუშაკის ჩართვა, რადგან იქ იყო არასრულწლოვანი. საბოლოოდ, ბავშვი საერთოდ აღარ გამოკითხეს, მაგრამ კანონმდებლობით ისედაც დაუშვებელია საღამოს ექვსი საათის შემდეგ არასრულწლოვნის ყოფნა პოლიციის განყოფილებაში. მე დავრეკე 126-ზე და გენერალურ ინსპექციას მივაწოდე ინფორმაცია… დედა-შვილი პოლიციის განყოფილებიდან საღამოს 10-ზე გამოვიდნენ… მე მოვისმინე, როგორ ტიროდა ეს ქალი. იმედია, ამოიღებენ ვიდეოკადრებსაც და დადასტურდება ეს ყველაფერი,“

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება ოჯახში ძალადობის კუთხით. რაც შეეხება პოლიციელის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევას – უწყების პრესცენტრმა ამ ნაწილზე ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.

პოლიციელის გადაცდომაზე სამართლებრივი რეაგირება გენერალური ინსპექციის უფლებაა და თუკი სამართალდამცველის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ნიშნებსაც დაინახავს გენინსპექცია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიმართოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

„ჩვენთან ამ ფაქტზე ინფორმაცია არ შემოსულა,“ – გვითხრეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის პრესცენტრში.

ბათუმელები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...