1 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“გამოცდების დროს ისეთი რამ აკრძალეს, რაც ისედაც არ არსებობს სკოლებში…”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პანდემიის პირობებში ეროვნული გამოცდების ჩატარების უფრო მარტივი მექანიზმის შემუშავების საშუალებაც არსებობს.


„პანდემია დაიწყო მარტში, ახლა არის ივნისი, 4 თვე დასჭირდათ, რომ განათლების ეროვნული ცენტრი კომფორტის ზონიდან გამოსულიყო. 4 თვე ჰქონდათ იმისთვის, რომ დალაპარაკებოდნენ ექიმებს და ნებისმიერი იტყოდა იმას, რასაც მე ახლა გავიმეორებ – რაც უფრო ნაკლები ხალხი იქნება ერთ ლოკაციაზე, მით უკეთესი. ახლა გვაქვს 12 ცენტრი, გაეხსნათ 80. 2200 სკოლაა ქვეყანაში, რომელიც კამერებითა და ინტერნეტითაა აღჭურვილი. ჩვენ დავტოვეთ ეს ინფრასტრუქტურა. გააკეთეთ 80 ცენტრი. ამით ხომ თითოეულ ცენტრში ბავშვების რაოდენობა შემცირდება. 56 უნივერსიტეტია, რომელსაც გამართული ინფრასტრუქტურა აქვს. რატომ მაინცდამაინც 12 თუ 15 ცენტრი,?! რატომ მაინცდამაინც ივლისში, როცა მაქსიმალური სიცხეა?!

ახლა იძახიან, რომ კონდიცირებას ვერ ჩართავენ, რა შუაშია ვერ ჩართვა, როცა სკოლების კონდიცირება არაა. ამ 8 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა სკოლების კონდიცირება. რაც არ არსებობს როგორ კრძალავენ.

გააკეთონ მეტი ცენტრი, ამის რესურსი არსებობს. რატომ აწვალებენ ბავშვებს”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები