1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძე:არ ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა, კონკრეტულმა ადამიანმა მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ რიგითი მოქალაქეებისგან გადავარჩინეთ, რათა არ ეცემათ

არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებენ, იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების შეკითხვას, მოელის თუ არა, რომ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას დაიწყებენ. როგორც კალაძემ განაცხადა, აქტივისტი, ვისზეც არის საუბარი, მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მაისურიც მიიღო.

„არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებს იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“,-განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები