2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კულუმბეგოვი: თუ ნიღაბი სავალდებულო უნდა იყოს, ეროვნულ გამოცდებზე, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ

თუ ნიღაბი სავალდებულო უნდა იყოს, ეროვნულ გამოცდებზე, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ-განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა 

"თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ნიღაბი სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვირუსის გარეთ გავრცელება, რომელმაც პოტენციურად აეროზოლიზაცია განიცადოს, დარჩეს და მერე ჰაერის ნაკადმა 10 მეტრზე გადაიტანოს, მაშინ მინიმალურია. თუ ნიღაბია, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. თუ უნიღბოდ უნდა იყოს, მაშინ უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი. პოტენციური რისკი იზრდება და უზრუნველვყოთ განიავების სხვა მეთოდები. ჩვენ არ გვაქვს იმ ტიპის კონდიციონერები, რომლებიც გარეთ გაიწოვენ. მანდატორული ნიღაბი გვაცილებს თავიდან იმ რისკებს, რაც შეიძლება იყოს ჰაერის ნაკადით გამოწვეული ინფექციის არსებობა",- განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები