2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია. ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელი კლინიკის თანამშრომელია ახალ ინფიცირებულებს შორის.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულების კვლავ 84 პროცენტია. 119 პაციენტი მკურნალობს კლავ კოვიდ-ცენტრებში. ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავადებულთან კონტაქტირებული პირი, ორი არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, იმპორტირებული შემთხვევები ორივე საკარანნტინო ზონიდანაა. კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. აღნიშნული სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის. 30 იანვრიდან დღედე, ანუ მეხუთე თვეა, ჩვენი ცენტრი რაც კოვიდინფიცირებულებთან და შესაძლო შემთხვევებთან მუშაობს, მედპერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.

„სამი ახალი პაციენტი მივიღეთ გუშინ, მათ შორის ერთი არის საბურთალოს შემთხვევა, ერთი არის შემოტანილი, ხოლო ერთი მარნეულის შემთხვევა“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, კვლავ ერთი მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.

„პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, კლვავ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომაროება სტაბილურია, დინამიურად გაუმჯობესება გვაქვს და ალბათ მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმეთა სიას. დანარჩენი შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...