2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი შეიძინეს და სომხეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულებისთვის გააგზავნეს

საქართველოში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ნაწილმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი შეიძინა და სომხეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების დახმარების სახით გააგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში სომხეთის საელჩომ განახორციელა.

მანამდე მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ სომხეთში გასაგზავნად ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი „Aliq Media“-ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის ინიციატივით შეიძინეს. ამაში მას დახმარება გაუწია საზღვარგარეთ მცხოვრებმა მეგობარმა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ამ აქციის შემდეგ დახმარების სურვილი გამოთქვეს ასევე საქართველოს ეთნიკურად სომეხმა სხვა მოქალაქეებმაც, მათ შორის, ბიზნესმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. 

მიმდინარეობს რესურსების მობილიზების კამპანია ლოზუნგით: „ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე“. შეგროვილი თანხით იგეგმება ნიღბების შეძენა, მისი სომხეთში გაგზავნა და მოქალაქეებისთვის დარიგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები