2 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეროვნულ გამოცდებზე ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება, გამოცდის მსვლელობისას შენობებში კონდიციონერი არ ჩაირთვება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე გამომცდელებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, აბიტურიენტებს ნიღბები საგამოცდო ცენტრებშიც დახვდებათ.

„ყველა გამომცდელმა, პერსონალმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი, ამავე დროს გათვალისწინებულია, რომ ნიღბები არის ძალიან ბევრნაირი, ამიტომ გამომცდელს შეუძლია, თავისი ნიღბით მოვიდე, არ არის პრობლემა, იქაც დაახვედრებენ ნიღაბს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება კონდიციონერებს, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საგამოცდო ცენტრის შენობაში გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა ნებადართული არ იქნება.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის აბიტურიენტებს იქნება განიავება. მოგეხსენებათ, ისეთი კონდიციონერების გამოყენება, რომლებსაც გარედან ჰაერის შემოტანა არ შეუძლიათ, არ არის ნებადართული. კონდიციონერები იმუშავებენ იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, კონდიციონერები იმუშავებენ გამოცდების შუალედში. გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია ან იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქისმალური, მაგრამ სამწუხაროდ კონდიციონერები ვერ იმუშავებენ. თუ გამოცდების დაწყებამდე გამოჩნდა რაიმე ახალ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, გამოცდაზე აბიტურიენტმა საკუთარი საწერი კალამი უნდა მიიტანონ, რათა მაქსიმალურად იყოს შეზღუდული უცხო ნივთებთან შეხება.

„თუ კალამი არ ექნებათ, კალამს დაახვედრებენ. მაქსიმალურად შეზღუდული იქნება ნებისმიერი სხვა ნივთების შეტანა საგამოცდო სივრცეში, ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები