2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედა-შვილს მანქანა ზებრაზე გადასვლის დროს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, კომბინატის დასახლებაში. ქალი ბავშვთან ერთად ზებრაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახა.

მომხდარის შედეგად ქალმა და ხუთი წლის ბავშვმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

დედა-შვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში" გადაიყვანა. ექიმების თქმით, ბავშვს მსუბუქი ექსკორაციები აქვს და კლინიკას მალე დატოვებს, ქალს კი კვლევები უტარდება და მდგომარეობა ამის შემდეგ შეფასდება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები