2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ ეს რა უბედურებაა და რა უზრდელობაა”- ვინ და რატომ გააღიზიანა ნელი დოროყაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი დღეს სასამართლოში მივიდა. ის 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

ამჯერად პროცესი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის შემაკავებელ ორდერს ეხება.

ნელი დოროყაშვილი სასამართლოში „რუსთავი 2"-ის კამერამ დააფიქსირა, რამაც ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ძალიან გააღიზიანა.

„ვაიმე უკაცრავად, ეს რა უბედურებაა და რა უზრდელობაა, არანაირი პროცესი არ გრძელდება", - პასუხობს ნელი დოროყაშვილი ჟურნალისტს.

„რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, პროცესი ეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას.

ნიკოლოზ ბასილაშილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით კი, შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილების მთელს ოჯახზეა გაცემული, რომელსაც უფლებადამცველი ასაჩივრებს.

„შემაკავებელი ორდერი არის გასაჩივრებული და ამჟამადაც მიმდინარეობს საკითხის გარჩევა. მთელი ოჯახის მიმართ არის შემაკავებელი ორდერი გამოწვეული. მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა პროცესი,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მან ყოფილ მეუღლეზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა.

ის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები