2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ტურისტებს სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით გადაადგილება მოუწევთ"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურისტებს სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით გადაადგილება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ.


„სავალდებულოა, განთავსების ობიექტების პირველ ეტაპზე რეგისტრირება, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. მათ უნდა გაიარონ პირველადად შემოწმება და მხოლოდ ნებართვის გაცემის შემდგომ ექნებათ იმის საშუალება რომ მიიიღონ და უმასპინძლონ სტუმრებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმისთვის, რომ ჩვენ დავაბრუნოთ ტურისზმის ინდუსტრია საქართველოში, თუმცა დავაბრუნოთ ძალიან ფრთხილად და უსაფრთხოდ, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა ვირუსის პრევენცია ეს არის ჩვენი პირველი მისია.

პირველ რიგში, ის რეგულაციები, რაც სასტუმროები ობიექტებისთვის არის შემუშავებული, ვიტყოდით, რომ აბსოლუტურად არ არის რთულად აღსასრულებელი. ჩვენ ძალიან გამიზნულად შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომელშიც იყო მცირე, საშუალო და ისევე როგორც მსხვილი განთავსების ობიექტები, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ კერძო სექტორი არის თანაავტორი ამ რეგულაციის, ზუსტად ამიტომაც მოხდა მათი თხოვნის გათვალისწინება, რა თქმა უნდა, უმთავრესად ჯანდაცვის სამინისტრომ, იმისთვის რომ არც კომერციული საქმიანობისთვის ყოფილიყო ძალიან დიდი ტვირთი და მეორე მხრივ, არც აღსასრულებლად, შესაბამისად, ეს გულისხმობს სოციალური დისტანცირების დაცვას, უსაფრთხოების და ეპიდ ნორმების გატარებას სხვადასხვა საჯარო თუ არასაჯარო სივრცეებში, რომელიც პირველ რიგში, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და მეორე რიგში, პრევენციას ვირუსის გავრცელების.

რაც შეეხება ტურისტებს, მათ მოუწევთ სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, პირბადით გადგაადგილება, სოციალური დისტანციის დაცვა, ეს არის ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება.

ჩვენ განსხვავებული მიდგომები შემოგვდის უშუალოდ ღია და დახურულ სივრცის რესტორნებში, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე მდგარი თუ უშუალოდ სასტუმრო ობიექტში, რაც გულისხმობს, მაგიდებს შორის 2 მეტრიან დისტანცირებას, ერთ მაგიდასთან არაუმეტეს 6 ადამიანის განთავსებას.

განთავსების ობიქტებში, რა თქმა უნდა, ძირითადად ხაზი ესმება შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო მოგზაურის მხრიდან სავალდებულო პირბადის ტარებას, აქვე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებლი რეგულაციები შემოვიდა კვების ობიექტების ნაწილში, ასევე ოთახის დალაგების ნაწილში, ხაზი ექნება გასმული ისეთ მიმართულებებს, როგორი არის ხშირად შეხებადი ნივთები, ოთახის დალაგების სპეციფიკა, ასევე მნიშვნელოვანია, რომოპერირების უფლება დავრთეთ, სასტუმროში ბასეინების ტერიტორიას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რაც ეხება უშუალოდ წყლის დასუფთავებას, ქლორის შესაბამის პროცენტულობას.

ეს არის ვირუსის გავრცელების პრევენცია და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას იმისთვის, რომ აღნიშნული რეგულაციები ძალიან სწრაფად და ეფექტურად და უმტკივნეულოდ გატარდეს, ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა სატრეინინგო პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ივნისის დასაწყისიდან, ძალიან ბევრს განთავსების ობიექტს, ისევე როგორც სხვადასხვა კერძო სექტორს აქვს საშუალება დაესწროს აღნიშნულ ტრენინგს, სრულებით უსასყიდლოდ და კერძო სექტორი თავის მხრივ სწრაფად დანერგავს იმ სავალდებულო აღსასრულებად რეგულაციებს, რომელიც ექვემდებარება, პირველ რიგში, შემოწმებას, შემდგომ ნებართვის გაცემას და შემდგომ უკვე ტურისტის მიღებასა და მასპინძლობას”, - აცხადებს ქვრივიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები