2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა სავარაუდოდ 20-დან 30 ლარამდე იქნება დაკორექტირებული"

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად შესაძლოა, 20 ან 30 ლარით დაჯარიმდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ კომიტეტზე დავსვამთ საკითხს, რომ ეს იყოს არა 50-ლარიანი ფულადი თანხა. სავარაუდოდ 20-დან 30 ლარამდე იქნება დაკორექტირებული ეს თანხა. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ამისთვის პირბადე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ყველა პირს დახურულ საჯარო სივრცეში ჰქონდეს ვალდებულება ატაროს პირბადე. ღია სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება არ არსებობს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც არ არის გათვალისწინებული. გავწერეთ წესები, რომელიც ითვალისწინებს, რომ დახურულ ღია სივრცეში, მაგალითად: სერვისით სარგებლობის დროს, კონკრეტული მომსახურების მიღების დროს, კონკრეტული სავაჭრო მოქმედების განხორციელების დროს, როდესაც ეს ხდება დახურულ საჯარო სივრცეში, ამისთვის აუცილებელია, ფიზიკურმა პირმა ატაროს პირბადე. ასევე კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი, რომ პირბადის გარეშე პირი არ შევიდეს დახურულ სივრცეში. ფიზიკური პირებისთვის ასეთი წესის დაუცველობისთვის გათვალისწინებულია 50-ლარიანი ფულადი თანხა, ხოლო იურიდიული პირისთვის 500-ლარიანი. ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს, გადაადგილებისთვის აუცილებელია, როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს ჰქონდეთ პირბადე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...