2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მატარებლით მგზავრობა 15 ივნისიდან გახდება შესაძლებელი​

მატარებლით მგზავრობა 15 ივნისიდან გახდება შესაძლებელი. საქართველოს რკინიგზის განმარტებით, კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანა დაწესებული რეგულაციების დაცვით განახორციელოს.

დღეს მატარებლის ვაგონები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა.

საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის ნიკა კაჭარავას განცხადებით, კომპანია კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავდა. რკინიგზაში ასევე განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართული.

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა "კოვიდ-19"-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება," - აცხადებს ნიკა კაჭარავა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო მატარებლით გადაადგილება უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებულია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები