2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

7 ივნისს სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, მეზღვაურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა. 

"მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ",- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები