1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გახარია: რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება

რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციას ეხებოდა.

მისივე თქმით, ქონებრივი დეკლარაცია არის შევსებული დეტალურად.

“ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?” – აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე: გაღარიბდა თუ არა 2015 წლის შემდეგ, გახარიამ დადებითი პასუხი გასცა.

“მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას. რაც შეეხება კითხვას, მოსახლეობა გაღარიბდა თუ არა, მოსახლება არა. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს. 

არ არის მორალური, როცა ასეთ კითხვას ღიმილით სვამთ, ესეც ამორალურია. ყველანაირი პირადულის გარეშე. სპეკულირება მოსახლეობის სიღარიბით ჩემთვის მიუღებელია,”- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები