მსოფლიო
გიორგი გახარია: ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ
2020-06-05 16:35:27
უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, შიდა ტურიზმს თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.
ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ"
კომენტარები