1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისში კენჭს არ ვიყრი, ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენი კონსულტაციის საგანია - უგულავა

თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა შეთანხმება.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით თბილისში, აუცილებელია, კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ მინიმუმ დიდ ქალაქებზე, როგორიც არის - რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და ა.შ. პრინციპულად მიგვაჩნია, დაფიქსირდეს, რომ ქალაქების ხმა მოქმედი ხელისუფლებისთვის და ქალაქების უარი მოქმედი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ძირითად ქალაქებში დაფიქსირდეს, მათ შორის მაჟორიტარულ ნაწილში „ქართული ოცნების“ მარცხი და ეს კოორდინაცითაა შესაძლებელი. იმდენად, რამდენად იცით, რომ მაგალითად, რუსთავსა და თელავში წინა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ორივე ტური წააგო. ამიტომ, ჩვენი ტაქტიკა არის ასეთი, არჩევნებს ივანიშვილი ვერ მოიპარავს, თუ ოპოზიციას პირველ ტურში 7-8 გამარჯვებული მაჟორიტარი ეყოლება. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა შეთანხმება, რომელიც თავისთავად გულისხმობს როგორც მეორე საფეხურს, მეორე ტურში თანამშრომლობას და მეტიც, ახლა შეთანხმება ნიშნავს იმასაც, რომ ის პარტიები, ვინც საერთო მაჟორიტარებზე ვთანხმდებით, ივანიშვილის წინააღმდეგ მზად ვართ, კოალიცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნების გზით ივანიშვილი ხელისუფლებიდან გავისტუმროთ. თბილისში კენჭს არ ვიყრი, ეს შემიძლია ვთქვა და დანარჩენი კონსულტაციის საგანია“,-განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები