1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქარელის მერმა მოქალაქეებს შეაგინა

ჩამოტვირთვა

„ვიღას უნდა შევკითხვოდი, ნახევარი რუისი გარეთ იყო გამოსული და ლაკო კუზიაშვილთან უნდა მივსულიყავი? თუ იმ უსაბუთო გელასთან,დედას ******ი თქვენი მე“, -ფრაგმენტს საკრებულოს სხდომაზე მერის გამოსვლიდან გამოცემა qartli.ge ავრცელებს.

მერის გაღიზიანების მიზეზი მოსახლეობის პროტესტი გახდა. ისინი რუისში მდებარე მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემას აპროტესტებდნენ.

საკრებულო ამ სხდომაზე 10 კვ მეტრი ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე რუსული კომპანია „ბიგ სერვისი“ ელექტროგასამართი სადგურის მოწყობას აპირებს. მათი თქმით, ნაკვეთი რუისის სტადიონს ეკუთვნის, თუმცა საკრებულოს სხდომაზე მისულმა მერმა განაცხადა, რომ სადავო ნაკვეთი სტადიონისგან გამიჯნულია.

10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობზე დავა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო 29 მაისს კი სადავო ნაკვეთი საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები